ყაზახეთის ნაკრებს საქართველოსთან ორი ტრავმირებული მოთამაშე დააკლდება
ყაზახეთის ნაკრებს საქართველოსთან ორი ტრავმირებული მოთამაშე დააკლდება

ერთა ლიგაზე ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ამ სიაში კორექტივები შეიტანეს.

საქართველოსა და ანდორის ნაკრებებთან შეხვედრებს ტრავმის გამო ალმატის „ყაირატის” ფეხბურთელები, სტანისლავ ლუნინი და მაგამედ პარაგულგოვი გამოტოვებენ.

ყაზახეთის ნაკრების

მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა მათ ნაცვლად “კაისარიდან” დუმან ნარზილდაევი და “ყაირატიდანაიბოლა აბიკენი გამოიძახა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში ყაზახეთს 6 სექტემბერს „ასტანა-არენაზე“ ესტუმრება – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.