ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი - აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი
ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი - აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი

დივერსიფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც შუა დერეფანს წარმოადგენს. ჩვენ საკმაოდ ბევრ ინვესტიციას ვახორციელებთ, ეს დერეფანი არის ალტერნატივა ჩვენი ტრადიციული მარშრუტებისა, რომლებსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვავითარებთ სხვა გზებს ჩვენი პროდუქტის ექსპორტისთვის, – ამის შესახებ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლისთვის ექსპორტი 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

„ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც ბატონმა ღარიბაშვილმა აღნიშნა. 2023 წელს ექსპორტი კასპიის ზღვიდან შუა დერეფნის გავლით ჩვენი ორი პორტიდან გაიზარდა 86 პროცენტამდე, 2,8 მილიონი ტონით. მთლიანობაში, ოთხივე ქვეყანა ველოდებით, რომ 2025 წლისთვის ამას 10 მილიონ ტონამდე გავზრდით, წელს საერთო, 2,8 მილიონი ტონიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობზე მოდიოდა და ეს პირველად მოხდა“, – განაცხადა მინისტრმა.