ყაზახეთის და ყირგიზეთის საზღვარზე მასშტაბურ კონფლიქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის ჟამბილსკის ოლქის სოფელ მასანჩიში, თავდაპირველად 70-მდე აგრესიულად განწყობილი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მოგვიანებით სოციალური ქსელებით თანამოაზრეებსაც მოუწოდეს და მახლობელი დასახლებული პუნქტებიდან კიდევ 300-მდე ადამიანი მივიდა.
აგრესიული ადამიანების შეკრებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება 40-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. არეულობის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, იყენებდნენ რკინის საგნებს, ქვებს და ცეცხლსასროლ იარაღს.
აგრესიულად განყობილმა ადამიანებმა არეულობის დროს 30-ზე მეტი სახლი, 15 სავაჭრო ობიექტი და 23 ავტომობილი დააზიანეს. ყაზახეთის ხელისუფლებამ ვითარების დასარეგულირებლად პოლიცია და გვარდია გაგზავნა.
სამართალდამცველებმა 47 ადამიანი დააკავეს. მასობრივი ჩხუბის მიზეზად საყოფაცხოვრებო კონფლიქტი სახელდება. სოფელ მასანჩიში, დუნგანის დიასპორა ცხოვრობს კომპაქტურად. აღნიშნული დიასპორის წარმომადგენლები ჩინურ ენაზე მოსაუბრე მუსლიმები არიან.