ყავლაშვილის ქუჩის N9-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ყავლაშვილის ქუჩაზე თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციიის პროგრამით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით დაიშალა ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად აშენდა ახალი სახლი, დაზიანებული სახურავი კი ახალი თუნუქის სახურავით შეიცვალა. ასევე შეიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი. ისტორიულ შენობაში მცხოვრებ 10-მდე ბინათმესაკუთრეს რეაბილიტაციის შემდეგ ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 612 574 ლარია.