ყატარის ღია პირველობის ფინალში ბაუტისტა-აგუტი ბედრიხს დაუპირისპირდება
ყატარის ღია პირველობის ფინალში ბაუტისტა-აგუტი ბედრიხს დაუპირისპირდება

დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე დღეს ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ჩეხი ტომაშ ბერდიხი და ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაუპირისპირდებიან.

ბერდიხმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში იტალიელი მარკო ჩეკინატო დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:3. რაც შეეხება ბაუტისტა-აგუტს, ესპანელმა სენსაცია მოახდინა და მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია – 3:6, 7:6, 6:4.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობდა და ის 1/4 ფინალში, სამ სეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.