ხორვატია და საფრანგეთი დევისის თასის ფინალს მიუახლოვდნენ
ხორვატია და საფრანგეთი დევისის თასის ფინალს მიუახლოვდნენ

ჩოგბურთში დევისის თასზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. პირველი დღის შემდეგ, დიდი ნაბიჯი გადადგეს ფინალისკენ საფრანგეთმა და ხორვატიამ.
ფრანგები ლილში იღებენ ესპანეთს, რომლის რიგებში უნდა ეთამაშა რაფაელ ნადალს, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა აშშ-ის ღიაზე ტრავმა მიიღო და ნაკრებს ვერ ეხმარება.
საფრანგეთს პირველი ქულა ბენუა პერმა ძალიან იოლად მოუპოვა – მან სამიდან ორი სეტი პაბლო კარენიო ბუსტას 6:1, 6:0 მოუგო. ლუკ პუიესა და რობერტო ბაუტისტა აგუტის მატჩში ხუთი სეტის ჩატარება გახდა საჭირო და საბოლოოდ, ფრანგმა მაინც შეძლო მოგება.
ხორვატია ზადარში მასპინძლობს აშშ-ს, რომელსაც ჯონ ისნერი აკლია. ხორვატებმა კი ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბეს და პარასკევს, პირველი ორი მატჩი ისე მოიგეს, რომ ერთი სეტიც არ დათმეს.
შაბათს, ნახევარფინალებში წყვილთა მატჩები იმართება.

ხორვატია-აშშ 2:0
1:0 ბორნა ჩორიჩი-სტივ ჯონსონი 6:4, 7:6(4), 6:3
2:0 მარიო ჩილიჩი-ფრენსის ტიაფო 6:1, 6:3, 7:6(5)

საფრანგეთი-ესპანეთი 2:0
1:0 ბენუა პერი-პაბლო კარენიო ბუსტა 7:5, 6:1, 6:0
2:0 ლუკ პუიე-რობერტო ბაუტისტა აგუტი 3:6, 7:6(5), 6:4, 2:6, 6:4