ყატარი ღაზის სექტორში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელებისთვის 480 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს
ყატარი ღაზის სექტორში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელებისთვის 480 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

ყატარი ღაზის სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელების დასახმარებლად 480 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. პალესტინის ადმინისტრაცია 300 მილიონ დოლარს ჯანდაცვის და განათლების სექტორებისთვის მიიღებს, 180 მილიონი დოლარი კი ჰუმანიტარული ინიციატივებისთვის, ელექტროენერგიის და გაეროს პროგრამებისთვის იქნება გათვალისწინებული.

2018 წლის ოქტომბერში ყატარმა ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის საგანგებო ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 მილიონი დოლარი გამოყო. დახმარების პროგრამების ფარგლებში, ყატარმა მაშინ ღაზის სექტორში ელექტროსადგურისთვის საწვავის მიწოდება დააფინანსა.

დატოვე კომენტარი