მოახლოვდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის გადამწყვეტი მატჩების დრო. ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის 20 ფინალისტი:
მასპინძელი – ყატარი.
ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები.
ს. ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი ურუგვაი.
აზია – ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი.
კონკაკაფ – კანადა.
რა ხდება დარჩენილი 12 საგზურისთვის ბრძოლაში – ამისთვის უნდა გადავხედოთ მდგომარეობას კონფედერაციებსა და საპლეიოფო დაპირისპირებებს.
ევროპის ზონიდან 10 ფინალისტი ცნობილია – მათ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს.
კიდევ სამი ფინალისტი გაირკვევა მარტის ბოლოს, როცა პლეი ოფი ახალი ფორმატით ჩატარდება: ეს იქნება სამი მინიტურნირი ნახევარფინალებითა და ფინალით. 12 გუნდი ექვს წყვილს შეადგენს. ნახევარფინალში მოგებულები ფინალში გავლენ. სამ ფინალურ წყვილში გამარჯვებულები ყატარის საგზურებს მიიღებენ.
ცნობილი მოვლენების გამო, შოტლანდია-უკრაინა ივნისისთვის გადაიტანეს, ხოლო რუსეთი საერთოდ გააგდეს მსოფლიო ჩემპიონატიდან და პოლონეთი პირდაპირ გავიდა ფინალში.
1/2 ფინალი
უელსი-ავსტრია 2:1
შოტლანდია-უკრაინა (ივნისი)
1/2 ფინალი
პოლონეთი-რუსეთი (რუსეთის დისკვალიფიკაციის გამო, პოლონეთი გასულია პლეი ოფის ფინალში)
შვედეთი-ჩეხეთი 1:0
1/2 ფინალი
პორტუგალია-თურქეთი 3:1
იტალია-მაკედონია 0:1
ფინალები
29 მარტი
უელსი-შოტლანდია/უკრაინა
პოლონეთი-შვედეთი
პორტუგალია-მაკედონია
სამხრეთ ამერიკის ზონაში ფინიშამდე ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე გარკვეულია მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მონაწილე – ბრაზილია და არგენტინა.
მსოფლიოზე ოთხი საუკეთესო გუნდი გაემგზავრება, მეხუთეადგილოსანი კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.
24 მარტი
ბრაზილია-ჩილე 4:0
კოლუმბია-ბოლივია 3:0
პარაგვაი-ეკვადორი 3:1
ურუგვაი-პერუ 1:0
26 მარტი
არგენტინა-ვენესუელა 3:0
29 მარტი
ბოლივია-ბრაზილია
ჩილე-ურუგვაი
ეკვადორი-არგენტინა
ვენესუელა-კოლუმბია
პერუ-პარაგვაი
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. ბრაზილია | 16 | 13 | 3 | 0 | 36-5 | 42 |
2. არგენტინა | 16 | 11 | 5 | 0 | 26-7 | 38 |
3. ეკვადორი | 17 | 7 | 4 | 6 | 26-18 | 25 |
4. ურუგვაი | 17 | 7 | 4 | 6 | 20-22 | 25 |
5. პერუ | 17 | 6 | 3 | 8 | 17-22 | 21 |
6. კოლუმბია | 17 | 4 | 8 | 5 | 19-19 | 20 |
7. ჩილე | 17 | 5 | 4 | 8 | 19-24 | 19 |
8. პარაგვაი | 17 | 3 | 7 | 7 | 12-24 | 16 |
9. ბოლივია | 17 | 4 | 3 | 10 | 23:38 | 15 |
10. ვენესუელა | 17 | 3 | 1 | 13 | 14-33 | 10 |
აზიის კონფედერაციაში გრძელდება კვალიფიკაციის ფინალური ეტაპი. აქ არის ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი. თითო ჯგუფიდან პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ-ორი გუნდი გადის. ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულები ერთმანეთს შეხვდებიან ორმატჩიან დუელში და გამარჯვებული ითამაშებს საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში.
A ჯგუფიდან უკვე გასულები არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანი და სამხრეთ კორეა.
A ჯგუფი
24 მარტი
ს. კორეა-ირანი 2:0
ლიბანი-სირია 0:3
ერაყი-საამიროები 1:0
29 მარტი
ირანი-ლიბანი
საამიროები-ს. კორეა
სირია-ერაყი
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. სამხ. კორეა | 9 | 7 | 2 | 0 | 13-2 | 23 |
2. ირანი | 9 | 7 | 1 | 1 | 13-4 | 22 |
3. საემიროები | 9 | 2 | 3 | 4 | 6-7 | 9 |
5. ერაყი | 9 | 1 | 5 | 3 | 5-11 | 8 |
5. ლიბანი | 9 | 1 | 3 | 5 | 5-11 | 6 |
6. სირია | 9 | 1 | 2 | 6 | 8-15 | 5 |
B ჯგუფი
24 მარტი
ავსტრალია-იაპონია 0:2
ვიეტნამი-ომანი 0:1
ჩინეთი-ს. არაბეთი 1:1
29 მარტი
იაპონია-ვიეტნამი
ომანი-ჩინეთი
ს. არაბეთი-ავსტრალია
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. იაპონია | 9 | 7 | 0 | 2 | 11-3 | 21 |
2. ს. არაბეთი | 9 | 6 | 2 | 1 | 11-6 | 20 |
3. ავსტრალია | 9 | 4 | 3 | 2 | 15- 8 | 15 |
4. ომანი | 9 | 3 | 2 | 4 | 9-10 | 11 |
5. ჩინეთი | 9 | 1 | 3 | 5 | 9-17 | 6 |
6. ვიეტნამი | 9 | 1 | 0 | 8 | 17-18 | 3 |
კონკაკაფ-ში გადამწყვეტი რაუნდი მიმდინარეობს. ნათამაშებია 14-დან 11 ტური. პირველი სამი გუნდი პირდაპირ მოხვდება ყატარში, მეოთხეს კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში თამაში მოუწევს.
24 მარტი
იამაიკა-სალვადორი 1:1
პანამა-ჰონდურასი 1:1
მექსიკა-აშშ 0:0
კოსტა რიკა-კანადა 1:0
27 მარტი
კანადა-იამაიკა 4:0
სალვადორი-კოსტა რიკა 1:2
აშშ-პანამა 5:1
ჰონდურასი-მექსიკა 0:1
29 მარტი
პანამა-კანადა
იამაიკა-ჰონდურასი
მექსიკა-სალვადორი
კოსტა რიკა-აშშ
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
1. კანადა | 13 | 8 | 4 | 1 | 23-6 | 28 |
2. აშშ | 13 | 7 | 4 | 2 | 21-8 | 25 |
3. მექსიკა | 13 | 7 | 4 | 2 | 15-8 | 25 |
4. კოსტა რიკა | 13 | 6 | 4 | 3 | 11-8 | 22 |
5. პანამა | 13 | 5 | 3 | 5 | 16-19 | 18 |
6. სალვადორი | 13 | 2 | 4 | 7 | 8-16 | 10 |
7. იამაიკა | 13 | 1 | 5 | 7 | 10-21 | 8 |
8. ჰონდურასი | 13 | 0 | 4 | 9 | 6-24 | 4 |
აქ უკვე დასრულდა კვალიფიკაცის მესამე ეტაპი. ჯგუფებში გამარჯვებული 10 გუნდი მოხვდა გადამწყვეტ სტადიაზე.
ამ გუნდებმა შექმნეს ხუთი წყვილი. ორმატჩიანი დაპირისპირებების (25 და 29 მარტი) შემდეგ, წყვილებში გამარჯვებულები მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.
25 მარტი
ეგვიპტე-სენეგალი 1:0
კამერუნი-ალჟირი 0:1
განა-ნიგერია 0:0
კონგოს დ.რ.-მაროკო 1:1
მალი-ტუნისი 0:1
29 მარტი
სენეგალი-ეგვიპტე
ალჟირი-კამერუნი
ნიგერია-განა
მაროკო-კონგოს დ.რ.
ტუნისი-მალი
ოკეანეთის ზონაში, შესარჩევი ტურნირის დასკვნით ეტაპზე რვა გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო გავიდა: A ჯგუფიდან სოლომონის კუნძულები და ტაიტი, B ჯგუფიდან – ახალი ზელანდია და პაპუა ახალი გვინეა. მათგან შედგა ნახევარფინალური წყვილები, რომელთა გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ და ჩემპიონს ერთი ნაბიჯი დარჩება მსოფლიო ჩემპიონატამდე – საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში კონკაკაფ-ის მეოთხეადგილოსანს დაუპირისპირდება.
1/2 ფინალი
27 მარტი
სოლომონის კუნძულები-პაპუა ახალი გვინეა 3:2
ახალი ზელანდია-ტაიტი 1:0
ფინალი
30 მარტი
სოლომონის კუნძულები-ახალი ზელანდია
საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი
საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის მეშვეობით უნდა გაირკვეს ბოლო ორი საგზურის მფლობელი.
ერთ საგზურს გაითამაშებენ – კონკაკაფ-ის მეოთხე გუნდი და ოკეანეთის ზონის გამარჯვებული.
მეორე საგზურისთვის ითამაშებენ – სამხრეთ ამერიკის მეხუთეადგილოსანი და აზიის ზონის მესამეადგილოსნებს შორის გამარჯვებული.