ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შიდა ქართლის რეგიონში, ოთხი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
დაკავებისას, ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.