ყახაზეთში მიმდინარე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ბელარუსის გაწევრიანების საკითხი განიხილება
ყაზახეთში მიმდინარე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ბელარუსის ოფიციალური გაწევრიანების საკითხი განიხილება.
ქალაქ ასტანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ლიდერები უკვე ყაზახეთში იმყოფებიან.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ბელარუსის გაწევრიანება მინსკის ინტერესშია და ორგანიზაციისთვის დიდი შენაძენი იქნება.
სამიტის ფარგლებში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ლიდერების მიერ დაარსდა. ორგანიზაციის წევრები ასევე არიან ინდოეთი, ირანი და პაკისტანი.
დღემდე დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ – ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი.
ორგანიზაციის პარტნიორები არიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, კამბოჯა, ქუვეითი, მალდივები, მიანმარი, ნეპალი, შრი ლანკა და არაბთა გაერთიანებული საამიროები.