წყნეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა. დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია.
მკვლელობის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მოკლული მამაკაცი პროზექტურაში გადაასვენეს.