წყნეთში მდებარე ყოფილი „სამთავრობო აგარაკების“ მფლობელი ხვალ გამოვლინდება
წყნეთში მდებარე ყოფილი „სამთავრობო აგარაკების“ მფლობელი ხვალ გამოვლინდება

პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წყნეთში მდებარე ყოფილი სამთავრობო აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

ღია ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა და ხვალ დასრულდება. ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ფასი 55 710 287 ლარია.

საუბარია 13 აგარაკზე, რომლებიც ჯამურად 89988 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.

აუქციონის პირობების თანახმად, უნდა მოხდეს, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში განსაკარგავ უძრავ ქონებაზე, ან მის ნაწილზე სასტუმროს კომპლექსის შექმნის მიზნით სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით დემონტაჟს, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას, გარე განათების მოწყობას, კომპლექსის ექსპლოატაციაში მიღებას და ფუნქციონირების დაწყებას. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს.

აგრეთვე, გათვალისწინებული პირობის შესრულების მიზნით, უნდა მოხდეს არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.