წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სადაც მოხვევა იყო შესაძლებელი, 17 და 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათვე ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუნიციპალური ავტობუსები: N345 და N351, წყნეთის გზატკეცილის N6-ის ნაცვლად, მგზავრებს დროებით კუს ტბის ასახვევამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება კუს ტბის ასახვევიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, მგზავრებს მიკროავტობუსი N449 შემცირებული ინტერვალით მოემსახურება.
„მიკროავტობუსი პიკის საათებში – სამი, ხოლო დღის განმავლობაში ხუთწუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. შეზღუდვა კერძო ავტომობილებს არ შეეხება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.