წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება.
გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიყო, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28 მილიონ ლარს სცდება.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.