წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასის ჩამოწოლის გამო წყლის მილი დაზიანდა [ფოტო]
გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა. ამის გამო, სოფელ ახალდაბას წყალმომარაგება შეეზღუდა. მიწის ჩამოტანის შედეგად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მილი დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც პირველ არხს კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ განუცხადა, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ეს მონაკვეთი სრულად შეიცვლება.
„მეწყერმა ახალდაბის მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი დააზიანა, რის გამოც წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა ახალდაბის მოსახლეობას. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და აღნიშნული მონაკვეთი სრულად შეიცვლება ახლით. როგორც კი დასრულდება სამუშაოები მაშინვე აღუდგება წყალმომარაგება მოსახლეობას. წყალმომარაგება აქვს შეზღუდული მხოლოდ ახალდაბას, სხვა ყველას მიეწოდება წყალი“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ და აღნიშნა, რომ წყალმომარაგება ღამით, მაქსიმუმ ხვალ დილით აღდგება.