წყლის მიწოდების პრობლემის გამო იტალიის კუნძულ კაპრიზე ტურისტებს ჩასვლა დროებით შეუზღუდეს
წყლის მიწოდების პრობლემის გამო იტალიის კუნძულ კაპრიზე ტურისტებს ჩასვლა დროებით შეუზღუდეს. აკვედუკის დაზიანებამ კუნძულ კაპრის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დატოვა.
კაპრის მერმა, პაოლო ფალკომ გამოსცა განკარგულება, რომლითაც კუნძულზე ტურისტების ჩასვლა აკრძალა. მოგვიანებით, მერმა განაცხადა, რომ კუნძულზე დაუშვებენ იმ ტურისტებს, ვისაც კაპრიზე სასტუმრო აქვთ დაჯავშნილი.
„ჩვენ ვამზადებთ ახალ, ნაკლებად მკაცრ განკარგულებას, რათა უკან დაბრუნების ნება დავრთოთ მოსახლეობას, სახლების მფლობელებს, რომლებსაც ხშირად წყლის საკუთარი ავზი აქვთ, და ტურისტებს, რომლებსაც სასტუმროს ჯავშანი აქვთ. მათი წყლით უზრუნველყოფა სასტუმროების პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა კაპრის მერმა.
პაოლო ფალკოს თქმით, ხელისუფლება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა კუნძულზე წყლის მიწოდება ავზებით მოხდეს.
„ბოდიშს ვუხდი ყველას, თუმცა მე ვერაფერს ვაკეთებ. ჩემი პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება”, – განაცხადა მან.
მაისსა და ივნისში კაპრი იტალიის კურორტებს შორის ტურისტებში ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო. კუნძულზე ქვეყანაში ჩასული ვიზიტორების 84% მოდიოდა.