წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებული კვლევა გრიგოლეთშიც ჩატარდა
გრიგოლეთში დღეს ზღვის წყლის სინჯები აიღეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გრიგოლეთში იმყოფებოდა.
„შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მათ შორის გრიგოლეთში წყალმცენარეების უჩვეულოდ სიჭარბეა. აღებულია სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი კვლევები ფოთსა და ურეკში ჩატარდა.