წყალდიდობამ და მეწყერმა ინდონეზიაში 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა ინდონეზიაში 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით კი უსახლკაროდაა დარჩენილი.
სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ყველაზე რთული მდგომარეობაა ბენგკულუს პროვინციაში, სადაც სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა. ჩახერგილია ხიდები და წაქცეულია ელექტროგამდამცემი ბოძები, რის გამოც რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.