საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
რეკრუტთა პირადმა შემადგენლობამ სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადo ფიცი, რითიც ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს თავდაცვის ძალებს.
თბილისის გარდა, წვევამდელებმა ფიცი დადეს აჭარაში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში.