წონა ჩაბარებულია - ზვიად ლაზიშვილი 5 სექტემბერს LFA-ის ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებს
ოქტაგონზე დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი ხვალ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. 5 სექტემბერს, დილით ლაზიშვილი LFA-ის (Legacy Fighting Alliance) ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე რიკი სტილი იქნება.
საინტერესო ფაქტია, რომ ორივე მებრძოლი დაუმარცხებლად ასპარეზობს. ლაზიშვილს 5-დან 5 ბრძოლა აქვს მოგებული. მის მეტოქეს კი 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
მებრძოლებმა გუშინ წონა უკვე დააფიქსირეს და ხვალ ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებენ.