წნორში, მდინარე ალაზანთან 44 წლის ვაჟა სომხიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ის მეუღლესთან ერთად, სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც გაუჩინარდა. მეუღლემ ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახა. მაშველებმა მამაკაცის ცხედარი მდინარის მეორე მხარეს იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის მეუღლე, ტატიანა მელინკოვა აცხადებს, ცხედარს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება. მისი თქმით, ვაჟა სომხიშვილს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია და მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირს.
ოჯახი მკვლელის დადგენასა და დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავთა მიმართ ოჯახის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, სამინისტროსთვის ოჯახს არ მიუმართავს, აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენისპექცია შეისწავლის.
ვაჟა სომხიშვილის გარდაცვალების ფაქტზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.