გასული წლის ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები საქართველოში შვიდი პროცენტით გაიზარდა
გასული წლის ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები საქართველოში შვიდი პროცენტით გაიზარდა. წლიური ინფლაციის დონე მაქსიმალურია 2017 წლის ივნისის შემდეგ.
ამასთან, საქსტატის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ ნოემბერში 0.9 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ნოემბერში გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი სამი პროცენტია. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ინფლაციის დონე მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას.