გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა. A ჯგუფის მესამე ტურში ზვერევმა 7:6(5), 6:3 დაამარცხა ამერიკელი ჯონ ისნერი და გაინაღდა ადგილი საუკეთესო ოთხეულში.
გერმანელმა 18 ეისი ჩააწოდა და ერთიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
A ჯგუფში გასამართია მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მარინ ჩილიჩს შორის, მაგრამ ეს შეხვედრა უკვე აღარაფერს წყვეტს: ჯოკოვიჩს გარანტირებული აქვს პირველი ადგილი, ზვერევს – მეორე.
ასე რომ, შაბათს, ნახევარფინალებში ითამაშებენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი-კევინ ანდერსონი
როჯერ ფედერერი-ალექსანდრ ზვერევი