ალექსანდრ ზვერევმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული #1TVSPORT
ალექსანდრ ზვერევმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული #1TVSPORT

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმა გაამხილა, რომ ოთხი წლის ასაკში პირველი ტიპის შაქრის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ამასთან დაკავშირებით, მან დააარსა ფონდი, რომელიც ამ დიაგნოზით დაავადებულებს ეხმარება.

„ბავშვობაში ნაკლებს ვფიქრობდი ამაზე, შემდეგ სულ უფრო მეტად და მეტად. მინდა ვაჩვენო, რომ ამ ავადმყოფობით ძალიან შორს შეიძლება ცხოვრებაში წინსვლა.

ახლა, მრავალი წლის შემდეგ, როცა ასეთი წარმატებები მიმაგრებს ზურგს, საკმაოდ კომფორტულად და დამაჯერებლად ვგრძნობ თავს, რათა ყველას მოვუყვე ამის შესახებ“, – განუცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა გაზეთ Süddeutsche Zeitung.

ზვერევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სურს მაგალითი იყოს ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე დაავადებულნი არიან, აგრეთვე მხარი დაუჭიროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ისევ შეუძლიათ თავიდან აიცილონ დიაბეტი ცხოვრების აქტიური წესისა და სწორი პროფილაქტიკის მეშვეობით.