ალექსანდრ ზვერევს ისევ წაუყენეს ბრალი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის #1TVSPORT
ალექსანდრ ზვერევს ისევ წაუყენეს ბრალი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის #1TVSPORT

ბერლინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გერმანელი ჩოგბურთელის, ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ, – იტყობინება ტელეკომპანია RTL-ი.

ირკვევა, რომ მსოფლიოს ყოფილ მეორე ჩოგანს ბრალად ედება თავისი ყოფილი შეყვარებულის, ბრენდა პატეას ფიზიკური შეურაცხყოფა. 26 წლის ჩოგბურთელს 480 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

2021 წელს ზვერევს ასევე წარუდგინეს ბრალი ოჯახურ ძალადობაში. ჩოგბურთელის ყოფილმა გოგონამ, ოლგა შარიპოვამ განაცხადა, რომ გერმანელმა არა ერთხელ იძალადა მასზე მათი თანაცხოვრების პერიოდში, მაგრამ მაშინ გამოძიება შეწყდა.