ოფიციალურად - ალექსანდრ ზვერევი აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ალექსანდრ ზვერევი აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს #1TVSPORT

გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა ტრავმის გამო უარი თქვა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშზე, – წერს ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

25 წლის ზვერევმა დაზიანება ივნისის დასაწყისში რაფაელ ნადალის წინააღმდეგ როლან გაროსის ნახევარფინალში მიიღო. გერმანელმა ოპერაცია გადაიტანა კოჭის მყესების გაწყვეტის გამო.

ალექსანდრ ზვერევს, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიო კლასიფიკაციაში, ძირითად ბადეში ამერიკელი სტეფან კოზლოვი შეცვლის.

აშშ-ის ღია პირველობა ნიუ იორკში 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება.