წლის ბოლო სუპერმთვარე ცას გაზაფხულის ბუნიობიდან რამდენიმე საათში გაანათებს
წლის ბოლო სუპერმთვარე 20-21 მარტს ცას გაზაფხულის ბუნიობიდან რამდენიმე საათში გაანათებს.
გაზაფხულის ბუნიობით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დაწყება აღინიშნება.
ბოლო დროს მსგავსი დამთხვევა 1981 წლის მარტში მოხდა.
წლის ბოლო სუპერმთვარე გაზაფხულის ბუნიობას შემდგომში 2030 წელს დაემთხვევა.
21-22 მარტს კიდევ ერთი სივრცითი მოვლენა მოხდება. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ინფორმაციით, ასტეროიდი „2019 ი-ეი 2“ დედამიწის ახლოს უსაფრთხოდ ჩაივლის.