„სუპერ სისხლისფერი მთვარე“ - უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა ირაკლი გედენიძის ობიექტივში

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობა წუხელ იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდა. ათასობით მოყვარული სხვადასხვა ქვეყანაში, უკიდურეს სიცივეში ერთმანეთს ეჯიბრებოდა „სუპერ სისხლისფერი მთვარის“ საუკეთესო კადრების გადასაღებად. მათ შორის პირველი არხის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძეც იყო.

ეს უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწასთან ჩვეულებრივზე ოდნავ ახლოს არის და ჩანს ოდნავ უფრო დიდი და კაშკაშა. ამ ფენომენს სუპერმთვარეს უწოდებენ. როცა ამ მოვლენას მთვარის სრული დაბნელებაც ემთხვევა, მთვარე მოწითალო, სპილენძისფერ ნათებას იღებს, რადგან მისი ზედაპირი დედამიწის ჩრდილქვეშ ექცევა. ამ მოვლენას სისხლისფერ მთვარეს ეძახიან.

„სუპერ სისხლისფერი მთვარის“ ხილვა ნაწილობრივ შესაძლებელი იყო საქართველოდანაც, გამთენიისას. უიშვიათესი მოვლენა პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თბილისის სატელევიზიო ანძიდან გადაიღო.

დატოვე კომენტარი