წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე ირაკლი გედენიძის ობიექტივში
წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე ირაკლი გედენიძის ობიექტივში

ღამის ცაზე წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე ანათებს. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ჩვეულებრივზე 10 პროცენტით დიდი ჩანს, რადგან ამ მომენტში ის შედარებით ახლოს იმყოფება ჩვენს პლანეტასთან (356 761 კმ).

ცნობილია, რომ მთვარე დედამიწის გარშემო გაწელილ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როცა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს მოექცევა და თან სავსეა, დედამიწიდან უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე სხვა დროს.

2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თბილისის სხვადასხვა ადგილიდან გადაიღო.