„წითელი ოკუპაცია - 100“ - ილუსტრირებული ფრაგმენტები იუნკერ ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებებიდან

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მომზადდა პირველი არხის პროექტი, რომელიც ეძღვნება 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის 100 წლისთავს.

პროექტი მოიცავს ილუსტრირებულ ფრაგმენტებს იუნკერ ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებებიდან.

პროექტზე მუშაობდნენ: მხატვარი გიორგი ჯინჭარაძე, გრაფიკოსი ოთარ ბიჭიაშვილი, სცენარისტი ირმა ჩუბინიძე და რეჟისორები – ქეთევან ვაშაგაშვილი და ნინო დადვანი.

1921 წელს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საქართველოს ანექსია.

 

პროდიუსერი : ქეთევან ვაშაგაშვილი

რეჟისორი: ნინო დადვანი

სცენარისტი: ირმა ჩუბინიძე

მხატვარი: გიორგი ჯინჭარაძე

გრაფიკოსი: ოთარ ბიჭაშვილი

იუნკერ ნიკოლოზ მათიკაშვილის მემუარების მიხედვით