საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყების მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მ.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 6,485.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (64.08 გრამი) ნაკეთობები იპოვეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, 6,485.46 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.