საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაკეთობების საერთო წონა 138,34 გრამია. საქონლის საბაჟო ღირებულება კი, ჯამში 11,040.62 ლარს შეადგენს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, 11,040.62 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.