წინასწარი ვერსიით, უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა
წინასწარი ვერსიით, უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა

თეირანში, აეროპორტთან ახლოს, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა, – ამის შესახებ  უკრაინული მედია ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, ირანში უკრაინის საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დიპლომატიური მისიის წევრები ცდილობენ, გაარკვიონ, მგზავრთაგან ვინ არ გამოცხადდა რეისზე.

აეროპორტის ინფორმაციით, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.