წინასწარი შეფასებით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებისა და რესტორნებშის სფეროებში.
ამასთან, კლების ტენდენცია გრძელდება მშენებლობის, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.