წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ქემალ ქილიჩდაროღლუ
წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ქემალ ქილიჩდაროღლუ

„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 57, 46%-ით ლიდერობს, 36,66 %-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5, 28%-ით.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის უბნების 14 პროცენტზე მეტია დათვლილი.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 67,01 %-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანის „სახალხო ალიანსი“, 22,30%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 7,14%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 5 პროცენტი.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მედიის მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებაზე შეზღუდვა მოხსნა.