წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
წინასწარი შედეგებით, ამ დროის მონაცემებით ერდოღანს ხმების 57.09 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 42.91 პროცენტი.
თურქეთში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა.