წინასწარი შედეგების მიხედვით, სლოვაკეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია „სლოვაკი სოციალ-დემოკრატები“ იმარჯვებს
წინასწარი შედეგების მიხედვით, სლოვაკეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია „სლოვაკი სოციალ-დემოკრატები“ იმარჯვებს. ბოლო მონაცემებით, მათ ამომრჩეველთა ხმების 22.94% პროცენტი დაიმსახურეს.
ამ დროისთვის მეორე ადგილს პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“ 17.96%-ით იკავებს.
მიუხედავად ამისა, ხმების დათვლა გრძელდება, მათ შორის ბრატისლავაში, სადაც, მედიის ცნობით, „პროგრესული სლოვაკეთი“ ლიდერობს.
როგორც მედია იუწყება, სწორედ ეს არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო მიმართულებას.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რობერტ ფიცოს სურს, უნგრეთის მსგავსად, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდეს.
„პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი, სააგენტოს ცნობით, მთავრობა შეინარჩუნებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი.