წინასწარი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინს არჩევნებში მონაწილეთა 73,9%-მა დაუჭირა მხარი
პირველი წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 73,9%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი 11.2%-ით, მესამეზე – ვლადიმერ ჟირინოვსკი – 6,7. ქსენია სობჩაკს მხარი ამომრჩეველთა 2,5%-მა დაუჭირა. ეგზიტპოლების შედეგებს რუსეთის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
„რაშა თუდეის“ ეგზიტპოლებით, პუტინს კიდევ უფრო მეტი, ამომრჩეველთა ხმების 77 პროცენტი აქვს. მეორე ადგილზე აქაც პაველ გრუდინინია, ხოლო მესამეზე – ვლადიმერ ჟირინოვსკი.
2012 წელს ვლადიმერ პუტინს 63,60 %-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტივობა 60 პროცენტს შეადგენდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, პუტინი მეოთხედ აირჩიეს პრეზიდენტად. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლამდე დარჩება.