წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ადგილთა თანაბარი რაოდენობა აქვთ, წარმომადგენლობით პალატაში კი რესპუბლიკელები ლიდერობენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო საარჩევნო უბანი ალასკაზე დაიხურა, რითაც კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა.
ახლა ქვეყანაში ხმებს ითვლიან.
წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ადგილთა თანაბარი რაოდენობა – 47-47 ადგილი აქვთ.
რაც შეეხება წარმომადგენლობით პალატას, ასევე წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებმა 190 ადგილი მოიპოვეს, დემოკრატებმა კი 167, რაც ნიშნავს, რომ წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ.