წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო – 15.6 პროცენტით ნაკლები წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 3 568.9 მლნ. აშშ დოლარი – 16.5 პროცენტით ნაკლები. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.