წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნებში ხატია დეკანოიძემ ხმების 43,75% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილმა კი, 41,86%
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნებში ხატია დეკანოიძემ ხმების 43,75% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილმა კი, 41,86%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას ხმების 43,75% აქვს.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით ხმების 41,86% აქვს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ ხმების 4,99% მიიღო, „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ – 8,05%; „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ირინა საღინაძემ – 1,35%.