წინასწარი მონაცემებით, მოსკოვში, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა
გამოძიება მოსკოვში მომხდარ ინციდენტის სავარაუდო მიზეზს ასახელებს. როგორც რუსეთის დედაქალაქის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შეგახსენებთ, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მეტროსადგურ „სხოდნენსკაიასთან“ სამგზავრო ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სანგებო სიტუაციების სამინისტროში უარყვეს თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია ორი დაღუპული შესახებ. დაზუსტებული მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.