წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპორტი 4,8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6,8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1, 855 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.
უწყების ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 526 მილიონი დოლარი იყო (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1, 328 მილიარდი დოლარი (6.8 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა.