წინასწარი მონაცემებით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში შიიტური კოალიცია ლიდერობს

23:26, 11.10.2021

წინასწარი მონაცემებით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა შიიტურმა კოალიციამ მოიპოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ერაყის დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დათვლილი ხმების მიხედვით, შიიტურმა კოალიციამ 329-ადგილიან პარლამენტში 70 მანდატის მოპოვება შეძლო.

შიიტურ კოალიციას მუქთა ალ-სადრი ხელმძღვანელობს, რომელიც სოციალურ სამართლიანობას, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას და ერაყის შიდა საქმეებში უცხოელების ჩაურევლობას ითხოვს.

მსგავსი