წინასწარი მონაცემებით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში შიიტური კოალიცია ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა შიიტურმა კოალიციამ მოიპოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ერაყის დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დათვლილი ხმების მიხედვით, შიიტურმა კოალიციამ 329-ადგილიან პარლამენტში 70 მანდატის მოპოვება შეძლო.
შიიტურ კოალიციას მუქთა ალ-სადრი ხელმძღვანელობს, რომელიც სოციალურ სამართლიანობას, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას და ერაყის შიდა საქმეებში უცხოელების ჩაურევლობას ითხოვს.