წინასწარი მონაცემებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 5,1 პროცენტით გაიზარდა.
2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება კი, მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელს, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა 4.8 პროცენტით განისაზღვრა.