წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დანიშნოს.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობა სჭირდება, საკითხზე კონსულტაციები მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობს. პირველი არხის ინფორმაციით, პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება, რომ არჩევნების თარიღი 28 ოქტომბერი იყოს.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან კონსტრასიგნაციის საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.