წიგნისთვის Tbilisi City Book ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარტინ პარმა გადაიღო
წიგნისთვის Tbilisi City Book ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარტინ პარმა გადაიღო

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფოტოსააგენტო „მაგნუმთან” ერთობლივი პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარტინ პარმა თბილისში იმოგზაურა და ქალაქის ძველი და ახალი ხედები ასახა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

გადაღებული ფოტომასალა საბოლოოდ თავს მოიყრის „მაგნუმის” მიერ შექმნილ წიგნში – Tbilisi City Book. აღნიშნული პროექტი თბილისზე მსგავსი ტიპის წიგნის შექმნის პირველი პრეცედენტია. წიგნი გამოიცემა და გავრცელდება ევროპაში.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სპეციალური გამოფენის მოწყობა თბილისის შესახებ „მაგნუმის” არქივში არსებული ძველი და ახალი ფოტოების გამოყენებით, რომელიც პროექტის „საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა” მთავარ პავილიონში გაიმართება