საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო“ საქართველოს ულამაზეს რეგიონს, რაჭას ესტუმრა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „წიგნების თარო“ ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლაში მაყურებელს შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში პროექტის ტელეწამყვანმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე – „როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“ და ისაუბრა ლიტერატურასთან დაკავშირებით.
ლექციის პარალელურად, „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდის წევრებმა ბავშვებს წაუკითხეს წიგნები და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობა შესთავაზეს.
ღონისძიება დასრულდა „წიგნების თაროს“ საჯარო თამაშით, სწორი პასუხების ავტორებს საჩუქრად ბრენდირებული აქსესუარები და სხვადასხვა სამახსოვრო ნივთი გადაეცათ.
„წიგნების თარო“ მომავალში მსგავსი ტიპის ღონისძიებებით საქართველოს სხვა რეგიონებსაც ესტუმრება.