შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე და საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოსულია მიწისა და ქვიშის მასა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის გამო აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.